ციფრული კინო - DCP მომსახურება PDF ელფოსტა

Digital Cinema Package (DCP — ციფრული კინოპაკეტი) 35მმ კინოფირის ციფრული ალტერნატივაა. DCP-ს მხარდაჭერა და მასზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს თეატრებში და კინოფესტივალებზე საგრძნობლად გაიზარდა.

DCP პაკეტი შეგიძლიათ კინოთეატრს ან ფესტივალს გადასცეთ, რათა თქვენი ფილმი, თრეილერი ან სხვა აუდიოვიზუალური მასალა პროექტორის საშუალებით უმაღლესი ხარისხით აჩვენოს.

DCP-ს 35მმ კინოფირთან მიმართებაში მრავალი უპირატესობა გააჩნია.

• იგი სტანდარტიზებული ფორმატია (რომელიც ექვსი უდიდესი კინოსტუდიის კონსორციუმის მიერ შეიქმნა), რაც ნიშნავს, რომ თუ პაკეტი სპეციფიკაციების მიხედვით, სტანდარტულად არის დამზადებული, მას მსოფლიოს უმეტესი კინოთეატრი და ფესტივალი უპრობლემოდ აჩვენებს.

• DCP-ს დამზადება ხშირად 80%-90%-ით იაფია, ვიდრე 35მმ კინოფირის დაბეჭდვა. ასევე ბევრად იაფია დამატებითი ასლების დამზადება.

• DCP სუბტიტრირების მოქნილ საშუალებას იძლევა. კინოფირის შემთხვევაში კი ეს პრობლემატურია და ხშირად კინოფირზე სუბტიტრების ამოტვიფვრას („ამოწვას“), ან, ციფრული ტიტრების დამზადების შემთხვევაში, კინოთეატრს უნდა გააჩნდეს სუბტიტრების პროეცირების ცალკეული ციფრული სისტემა. DCP ამ ყველაფერს არ საჭიროებს.

• ფირისგან განსხვავებით, მრავალჯერადი გამოყენებისას DCP არ კარგავს ხარისხს (არ „ცვდება“ და არ იკაწრება).

• შესაძლებელია DCP-ს შიფრაცია, რაც ნიშნავს, რომ მასალის პროეცირება მხოლო კონკრეტულ პროექტორზე იქნება შესაძლებელი.

• DCP-ს გააჩნია სამგანზომილებიანი (3D) გამოსახულების მხარდაჭერა.

GFM Studio DCP-ს დამზადების მრავალფეროვან მომსახურებას გთავაზობთ.

• ჩვენ ნებისმიერი გავრცელებული ფორმატის HD, 2K, 4K ან თუნდაც 3D მასალისგან DCP ფორმატის დამზადება.

• ასევე შესაძლებელია არსებული DCP პაკეტის ხელახალი პაკეტირება, შესაბამისი ცვლილებებით (მაგ. სუბტიტრების დამატება, ხმის ბილიკის ჩანაცვლება და ა.შ.)

• DCP პაკეტის შიფრაცია, რის შედეგადაც მასალის პროეცირება მხოლოდ კონკრეტულ პროექტორზე იქნება შესაძლებელი.

• ხარისხის კონტროლის და მონაცემთა დაცვის სტანდარტების მხარდაჭერა.

• დამზადებული მასალა შესაძლებელია მოთავსდეს იდუსტრიაში გავრცელებულ დაცულ მყარ დისკზე, ან შიფრაციით გადაიგზავნოს სასურველ დაცულ სერვერზე, ინდუსტრიაში გავრცელებული ელექტრონული მასალის სწრაფი და დაცული ტრანსფერის ტექნოლოგიების გამოყენებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ GFM Studio იცნობიერებს სათეატრო პროეცირებისათვის მაღალხარისხიანი აუდიოვიზუალური მასალის დამზადებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მონაწილეობას იღებს GFM Filmbridge-ის საავტორო უფლებათა დაცვის ინიციატივაში. თითოეული DCP პროექტეს დაწყებამდე GFM Studio საჭიროებს საავტორო უფლების მფლობელის მიერ გაცემულ შესაბამის ლიცენზიას. ეს პროცედურა თქვენი აუდიოვიზუალური მასალის დაცვისათვის არის განკუთვნილი.
 

ბლიც - სიახლეები

ჩვენმა ტექნიკურმა განყოფილებამ გააუმჯობესა Blu-Ray Live (BD-Live) სპეციფიკაციის მხარდაჭერა. ფორმატი Blu-Ray დისკების დაპროგრამებისას ნოვატორული ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. BD-Live (იგივე Profile 2.0) ფილმების სამომხმარებლო ბაზარზე გამოცემის სამომავლო ფორმატია.

...

დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "ღვინის აკვანი" ერთობლივი წარმოება. GFM Studio-ს და "ახალგაზღდა რეჟისორთა კავშირი -ახალი სტუდიის" ერთობლივი ნაწარმის საპრემიერო ჩვენება უახლოეს ხანებში იგეგმება. ფილმის გადაღებები და დამუშავება მთლიანად GFM Studio-ს ბაზაზე განხორციელდა. მონტაჟის შემდეგ ფერის და ხმის კორქცია "სტუდია სანო"-ში დასრულდა. იხილეთ ვრცლად

...

დასრულდა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "ღვინის აკვანი" ერთობლივი წარმოება. GFM Studio-ს და "ახალგაზღდა რეჟისორთა კავშირი -ახალი სტუდიის" ერთობლივი ნაწარმის საპრემიერო ჩვენება უახლოეს ხანებში იგეგმება. ფილმის გადაღებები და დამუშავება მთლიანად GFM Studio-ს ბაზაზე განხორციელდა. მონტაჟის შემდეგ ფერის და ხმის კორქცია "სტუდია სანო"-ში დასრულდა. იხილეთ ვრცლად

...

ჩვენმა ტექნიკურმა განყოფილებამ გააუმჯობესა Blu-Ray Live (BD-Live) სპეციფიკაციის მხარდაჭერა. ფორმატი Blu-Ray დისკების დაპროგრამებისას ნოვატორული ინტერაქტიული ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. BD-Live (იგივე Profile 2.0) ფილმების სამომხმარებლო ბაზარზე გამოცემის სამომავლო ფორმატია.

Your are currently browsing this site with Internet Explorer 6 (IE6).

Your current web browser must be updated to version 7 of Internet Explorer (IE7) to take advantage of all of template's capabilities.

Why should I upgrade to Internet Explorer 7? Microsoft has redesigned Internet Explorer from the ground up, with better security, new capabilities, and a whole new interface. Many changes resulted from the feedback of millions of users who tested prerelease versions of the new browser. The most compelling reason to upgrade is the improved security. The Internet of today is not the Internet of five years ago. There are dangers that simply didn't exist back in 2001, when Internet Explorer 6 was released to the world. Internet Explorer 7 makes surfing the web fundamentally safer by offering greater protection against viruses, spyware, and other online risks.

Get free downloads for Internet Explorer 7, including recommended updates as they become available. To download Internet Explorer 7 in the language of your choice, please visit the Internet Explorer 7 worldwide page.