| 60 წამიანი ფილმების სცენარების კონკურსი |
|
|
|
GFM Studio-ს მიერ გამოცხადებული ერთწუთიანი მხატვრული ფილმების სცენარების კონკურსი, რომელიც გამიზნული იყო ნიჭიერი სცენარისტების გამოსავლენად, საუკეთესო პროექტების აღმოსაჩენად და მათ სარეალიზაციოდ, დასრულდა. კონკურსზე შემოვიდა 52 სცენარი. ჟურის თავმჯდომარე იყო ქეთევან ჯანელიძე (კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი). ჟურის წევრები იყვნენ მანანა ანასაშვილი (კინორეჟისორი, მიჩიგანისა და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტების პროფესორი), დავით გუჯაბიძე (ოპერატორი, რეჟისორი), თემურ ფალავანდიშვილი (რეჟისორი, პროფესორი), რუსუდან ჭყონია (რეჟისორი). შეფასება იყო ფარული, მიუკერძოებელი, რადგან ჟურის წევრებმა არ იცოდნენ სცენარების ავტორების ვინაობა. ნამუშევრები შეფასდა 10 ქულიანი სისტემით და სახეზეა სამი გამარჯვებული: 1. შოთა ბალარჯიშვილის "Ecce Homo" 2. გია ალავიძის "ტექნიკური პროგრესის მსხვერპლი" 3. ზაზა მერაბიშვილის "ერთგული მეგობრები" სამივეს ვულოცავთ გამარჯვებას და ვპირდებით ყველანაირ დახმარებას, რაც პროექტის ფარგლებში არის გათვალისწინებული. გამარჯვებულებს ასევე დაურიგდებათ შესაბამისი სიგელები. ეს კონკურსი შეიძლება ერთგვარ მონიტორინგად მივიჩნიოთ და სწორედ ეს არის მისი მთავარი შედეგი. საერთო შედეგების მიხედვით გამოჩნდა, რომ სამწუხაროდ დაბალია პროფესიონალიზმის მაჩვენებელი და ეს მდგომარეობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. უნდა შემუშვდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო ცენტრებში კინოდრამატურგთა დახელოვნებას. ๏ გამარჯვებულ პროექტებს GFM studio გაუწევს პროდიუსირებას, რაც გულისხმობს კონკურსის შედეგად შერჩეული სცენარების მიხედვით პროექტების დახვეწას და ფილმების სრულ წარმოებას. შეგახსენებთ, რომ GFM Studio უზრუნველყოფს: ๏ გადასაღებ ტექნიკას არ უზრუნველყოფს: ๏ ჰონორარებს ๏ კვებას გადასაღები და სამონტაჟო დღეების მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ ფილმზე, არ უნდა აღემატებოდეს ექვს დღეს (სამი დღე გადაღება, სამი დღე მონტაჟი). დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს |

