|
ფილმის სინოფსისი
“გენიალურობა სახიფათო გამართლებაა” - და სწორედ ამას მოწმობს ფილმის მთავარი გმირის, ვასიკოს აბსურდულ-კომედიური ისტორია; “წესით” ვასიკოს ხელში აყვანილს უნდა დაატარებდნენ, და თანაც. მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, მისი აღმოჩენის წყალობით, თურმე, თვითმფრინავები აღარ ჩამოვარდებიან... მაგრამ საქმეც ამაშია, რომ სანამ შენ გენიალურობას მსოფლიო გაიგებს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს – სიდედრს, ცოლს, მეზობლებს, - შეიძლება სექსუალური მანიაკი, უსაქმური, ან თუნდაც გაცოფებული ეგონო... და შენ სხვა არაფერი გრჩება, თუ არა შორეულ ბურმაპუტუში გათხოვდე, მიუხედავად იმისა რომ მამაკაცი გქვია.
ფილმის რეჟისორი, სცენარის და სიმღერების ავტორი გიორგი კაჭარავა
პროდიუსერები: გია კაჭარავა ნოშრევან ჩხაიძე და ნუკრი ჯაფარიძე.
ოპერატორი – შალვა სამხარაძე
მემონტაჟე - გიორგი ხარებავა
როლებში – გურამ ფირცხალავა, დონარა გვრიტიშვილი, დათო დარჩია, მარიამ ჯოლოგუა, გია მუჯირი, მერაბ სანოძე, დავით ცირეკიძე და სხვები...
ფილმში მონაწილეობენ მუსიკოსები – კაკო ვაშალომიძე, ნუგზარ კვაშალი, დათო აბულაძე, ზურაბ დოიჯაშვილი, გია ნიკოლაძე...
მწარმოებელი სტუდიები – Cinemagia და GFM Studio |