ჩვენს შესახებ PDF ელფოსტა

 

შ.პ.ს. GFM Studio წარმოადგენს საპროდიუსერო კომპანიას, რომელიც მიზნად ისახავს განახორციელოს მხატვრული პროექტები და წარუდგინოს ისინი მაყურებელს კინოეკრანების, ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით.

წარმოება

ჩვენი პროფესიული კინოსერვისები მოიცავს ფილმის იდეების და სცენარების პროექტირებას, დაგეგმარებას, ბიუჯეტის შედგენასა და განვითარებას, კინოწარმოების ყველა ეტაპს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სპეცეფექტებს, სატელევიზიო და სათეატრო საერთაშორისო დისტრიბუციას. სტუდიის საქმიანობაში ასევე შედის Blue-Ray და DVD დისკების ინტერაქტიული მენიუების შექმნა და დაპროგრამება.

ახალგაზრდა კინოხელოვანების წახალისება

მიუხედავად ჩვენი მიზანმიმართულობისა პროდუქციასა და დისტრიბუციაზე, GFM Studio აქტიურად ზრუნავს დამწყებ კინომოღვაწეთა საერთაშორისო წახალისებაზე. შესაბამისად, სტუდიას აქვს საგანგებო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს, დამწყებ კინომოღვაწეებს, მსახიობებსა და სცენარისტებს.

კინოინდუსტრიების მოდერნიზაცია პერსპექტიული მარკეტის მქონე ქვეყნებში

სტუდია აქტიურად არის ჩართული პერსპექტიული კინოინდუსტრიების საკითხებში და ხელს უწყობს შესაბამის ქვეყნებში ადგილობრივი კინოინდუსტრიის მოდერნიზაციას კინოწარმოებისათვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ცვლილებებით და ინტელექტუალური საკუთრების კანონების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციით.

მიმდინარეობს ადგილობრივი კინოგაქირავების ქსელების ხელშეწყობა, რათა მოხდეს უცხოური ფილმების ადგილობრივ თეატრებში (შემდეგ ტელევიზიებში და საცალო გაყიდვებში) დისტრიბუცია. დასიტრიბუციო სისტემის განვითარება ქვეყნებს ასევე საშუალებას მიცემს წარადგინოს ადგილობრივი პროდუქცია საერთაშორისო კინო-მარკეტებსა და ფესტივალებზე.

ჩვენი სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს. საქართველოს მდებარეობა და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება სხვა პერსპექტიული მარკეტის მქონე ქვეყნებთან ურთიერთობისათვის დიდ შესაძლებლობს იძლევა.

თანამშრომლობა GFM Filmbridge-თან - ქართული კინოინდუსტრიის ასაღორძინებლად

GFM Studio აქტიურად თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაცია GFM Filmbridge-თან.  ორგანიზაციის მიზანია ქართული კინოინდუსტრიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია, ასევე ადგილობრივი კინოშემოქმედების ხელშეწყობა და თანამედროვე კონკურენტუნარიანი შემოქმედებით-გასართობი ინდუსტრიის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

დამატებითი ინფორმაცია GFM Filmbridge-ის და მისი პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის მიერ ქართული კინოს შესახებ შექმნილ საიტზე GeorgianFilm.com 

 

 

ბლიც - სიახლეები

სრულდება ახალი ქართული ანიმაციის - "თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა"-ს წარმოება. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ იქნა დაფინანსებული. ამჟამად მუშავდება ფილმის ხმოვანი ნაწილი. იხილეთ ვრცლად

...

სრულდება ახალი ქართული ანიმაციის - "თეთრი ყვავილი და თეთრი პეპელა"-ს წარმოება. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ იქნა დაფინანსებული. ამჟამად მუშავდება ფილმის ხმოვანი ნაწილი. იხილეთ ვრცლად

...

GFM Studio აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ადამიანი გაჭირვებაში". ამავე ორგანიზაციის დაკვეთით სტუდია ქართულად ახმოვანებს დოკუმენტურ ფილმებს. პროექტის ფარგლებში უკვე გახმოვანდა 6 ფილმი. პროექტი კვლავაც გრძელდება.

...

GFM Studio აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან "ადამიანი გაჭირვებაში". ამავე ორგანიზაციის დაკვეთით სტუდია ქართულად ახმოვანებს დოკუმენტურ ფილმებს. პროექტის ფარგლებში უკვე გახმოვანდა 6 ფილმი. პროექტი კვლავაც გრძელდება.

Your are currently browsing this site with Internet Explorer 6 (IE6).

Your current web browser must be updated to version 7 of Internet Explorer (IE7) to take advantage of all of template's capabilities.

Why should I upgrade to Internet Explorer 7? Microsoft has redesigned Internet Explorer from the ground up, with better security, new capabilities, and a whole new interface. Many changes resulted from the feedback of millions of users who tested prerelease versions of the new browser. The most compelling reason to upgrade is the improved security. The Internet of today is not the Internet of five years ago. There are dangers that simply didn't exist back in 2001, when Internet Explorer 6 was released to the world. Internet Explorer 7 makes surfing the web fundamentally safer by offering greater protection against viruses, spyware, and other online risks.

Get free downloads for Internet Explorer 7, including recommended updates as they become available. To download Internet Explorer 7 in the language of your choice, please visit the Internet Explorer 7 worldwide page.